ზუგდიდში 25 ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცემა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ორ ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცა, ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ჯამში ახალ სახლს მიმდინარე წელს 25 ოჯახი მიიღებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, თანამედროვე სტანდარტებით აშენებული სამოთახიანი სახლები, დღეს, კოკსა და ორსანტიაში კლარა ქალდანისა და ბადურ ჩარკვიანის 5-სულიან ოჯახებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე გიორგი შენგელიამ გადასცა.

ახალ მოსახლეთა შორის სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანები, შშმ პირები, მარტოხელა დედები, მარჩენალდაკარგულები და ხანდაზმულები არიან. ახალ სახლებში მცხოვრებთა რაოდენობა ჯამში 121 ადამიანია, მათგან 8 შშმ პირი, 4 მრავალშვილიანი, 3 მარჩენალდაკარგული და 53 ბავშვია.

პრიორიტეტული ოჯახები მერიამ ანკეტირების საფუძველზე შეარჩია. კომისიამ, რომლის შემადგენლობაში მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შედიან, ყველა შემოსული განცხადება ადგილზე გადაამოწმა და გადაწყვეტილება დეტალური განხილვის შედეგად მიიღო.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015 წლიდან დღემდე 91 სახლი აშენდა. სახლების მშენებლობისთვის 600 000 ლარი დაიხარჯა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას 2015 წელს, სპეციალური ჯილდო, სწორედ ამ პროექტის განხორციელებისთვის გადაეცა. პროექტი მიმდინარე წელსაც გაგრძელდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა