მამუკა ბახტაძე - პარტიაში ყოველთვის მიმდინარეობს ნიჭიერი და მოტივირებული ადამიანების მოზიდვის პროცესი

სტრატეგიული კომუნიკაციები არის დღეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმ ჰიბრიდული საფრთხეებიდან გამომდინარე, რომელიც დგას, ზოგადად, ქვეყნის წინაშე. ალბათ, გია ვოლსკის კომენტარი ამას უკავშირდებოდა. ბუნებრივია, ამ ყველაფერს პარტიულ საქმიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, მმართველ გუნდში ახალი სახეების შერჩევაში უცხოური კომპანიების დახმარების საკითხის კომენტირებისას აღნიშნა.

„რაც შეეხება უცხოურ კომპანიებს და სტრატეგიულ კომუნიკაციებს, თუ ეს გაქვთ მხედველობაში, ეს არის ცალკე მიმართულება, რომელსაც ჩვენ ვავითარებთ და ეს შედის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში. ჩვენი მეგობარი ქვეყნები გვეხმარებიან ამაში და შეიძლება გია ვოლსკის კომენტარი სწორედ ამას უკავშირდებოდა, რომელსაც ბუნებრივია, პარტიულ საქმიანობასთან არანარი კავშირი არ გააჩნია. სტრატეგიული კომუნიკაციები არის დღეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმ ჰიბრიდული საფრთხეებიდან გამომდინარე, რომელიც დგას, ზოგადად, ქვეყნის წინაშე იმ საინფორმაციო შეტევისგან, რომელიც შეიძლება ჩვენს მიმართ განხორციელდეს“, - განაცხადა ბახტაძემ.

ამასთან, მთავრობის მეთაურმა გუნდში მიმდინარე ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიაში ყოველთვის მიმდინარეობდა ნიჭიერი ადამიანების მოზიდვა.

„პარტიაში ყოველთვის მიმდინარეობდა და მიმდინარეობს ის პროცესი, რომელიც შეეხება პარტიაში ნიჭიერი და მოტივირებული ადამიანების მოზიდვას, მათ შორის, რამდენიმე ჩემი მეგობარია ამ საქმით დაკავებული. სოზარ სუბარი თუ უცხოური კომპანია გახდა, მე ამას ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ ის, რომ ჩვენს პარტიაში ეს პროცესი ყოველთვის მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში. სოზარი არის პოლიტსაბჭოს წევრი. მე სოზარზე აქცენტი იმისთვის გავაკეთე, რომ ყველას კარგად გაეგო, რომ პარტიაში ეს არის მიმდინარე პროცესი და ყველა ლიდერი „ქართულ ოცნებაში“ არის ამ საკითხით დაკავებული“, - აღნიშნა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ გუნდის ახალ წევრებს ეძებს და ამ პროცესში უცხოური კომპანიაა ჩართული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა