ბორჯომში ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით, დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ბორჯომში ღვაწლმოსილი და სხვადასხვა სფეროში საკუთარი საქმიანობით გამორჩეული ქალბატონები დააჯილდოვეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიება ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით, გაიმართა, რომელსაც წინ „დამფუძნებელი კრების წევრი ქალების 1919-1921“ ფოტო-გამოფენა უძღოდა.

„დაჯილდოების ცერემონია საზეიმო ვითარებაში წარიმართა. 15 ქალბატონს საპატიო სიგელები და ყვავილები ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გოგიჩაიშვილმა, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკატერინე ორჯონიკიძემ, მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ოთარ არბოლიშვილმა და დეპუტატებმა გიორგი ფერაძემ და ირაკლი კვირკველიამ გადასცეს. მათ მუნიციპალიტეტისაგან ფულადი ჯილდოც გადაეცათ“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ეს ადამიანები ნამდვილად გამორჩეულები არიან საკუთარ საქმიანობაში, ისინი წლების განმავლობაში ერთგულად და საკუთარი საქმის დიდი სიყვარულით ემსახურებოდნენ საკუთარ ქალაქს და დიდი წვლილიც შეიტანეს მის განვითარებაში. არიან არაჩვეულებრივი და სამაგალითო ქალბატონები, მინდა მათ დღეგრძელობა და ბედნიერება ვუსურვო“, - აღნიშნა მერმა.

საღამოს უძღვებოდა კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი მარინა ხუჯაძე. ღონისძიება გაალამაზეს „თეატრალურმა კვარტეტმა“, მომღერალმა გიორგი მეფისაშვილმა, პოეტმა მაკა ბლიაძემ, მევიოლინე თეა მანჩხაშვილმა და კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლ „ბორჯომის“ მოცეკვავეებმა.

ღონისძიების ორგანიზებაში წვლილი შეიტანეს მერიის გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელმა პირმა ეკატერინე ბრონიკოვამ და საკრებულოში არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო