ქობულეთში მცხოვრებლების ინფორმაციით, ახლობლების საფლავები დაზიანებული და გაქურდული დახვდათ

ქობულეთში მცხოვრებლების ინფორმაციით, ახლობლების საფლავები დაზიანებული და გაქურდული დახვდათ. ქობულეთში სასაფლაოების გაქურდვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ქობულეთში მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ ახლობლების საფლავები გაძარცვული დახვდათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქალაქეებს ფაქტზე არ მიუმართავთ, თუმცა უწყებამ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო.

























