რუსთავის მერმა ქალებს 8 მარტი მიულოცა

რუსთავის მერმა ქალებს 8 მარტი მიულოცა

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქალაქის მერის მოადგილე გოჩა ლორია და მაჟორიტარი დეპუტატი გურამ კვარაცხელია, ხანდაზმულთა სახლ ,,ქსენონში“ მცხოვრებ ქალბატონებს ესტუმრნენ და საჩუქრები გადასცეს.

ირაკლი ტაბაღუამ ქალბატონებს თაიგულები, საჩუქრები, ტკბილეული და სადღესასწაულო ტორტი მიართვა. ანსამბლმა „თამარისმა“ კონცერტი გამართა, რომელშიც ხანდაზმულთა სახლში მცხოვრებმა ქალბატონებმაც მიიღეს მონაწილეობა.

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ 8 მარტი, სს ,,აზოტში“ დასაქმებულ ქალებსაც მიულოცა. ქალაქის მერი საწარმოში, 06:00 საათზე მივიდა და ქალბატონებს თაიგულები გადასცა. რუსთავის მერმა საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც იმგზავრა და ქალთა საერთაშორისო დღე მგზავრ ქალებს თაიგულებით მიულოცა.

ასევე, 8 მარტის აღსანიშნავად, რუსთავის მერიის ორგანიზებით, ისტორიულ მუზეუმში ქალების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. პროექტის – „რუსთაველია და გავიცნოთ“ მონაწილე ქალებმა, საკუთარი შემოქმედება გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ-დრამატულ თაეტრში წარმოადგინეს.

დღის განმავლობაში ქალაქის რამდენიმე უბანში, ანსამბლ ,,სალხინოსა“ და „თუთარჩელას“ მონაწილეობით, ფლეშმობები მოეწყო. რუსთავის მერიისგან სარვამარტო საჩუქრები გადაეცათ ბაგა-ბაღების აღმზრდელებს, პედაგოგებს, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელ ქალებს.

რუსთავის მერიამ „სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით, ქალბატონები დღეს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სპექტაკლ „ცუდ ბიჭებზე“ დაპატიჟა. სპექტაკლის ჩვენება დღის ბოლოს რუსთავის თეატრში გაიმართება.