ზუგდიდში, ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის“ ორგანიზებით, აქცია გაიმართა

ზუგდიდის ბულვარში, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის“ ორგანიზებით, აქცია გაიმართა, რომლის მიზანიც ქალთა უფლებების დაცვაა. აქციის ორგანიზატორის, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის“ ხელმძღვანელის ციცინო შენგელიას თქმით, მსგავსი ღონისძიებები ქალთა უფლებების დასაცავად ყოველ 8 მარტს იმართება.
„ჩვენი ორგანიზაცია ყოველ 8 მარტს აქციით, პერფორმანსითა და მსვლელობით აღნიშნავს. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას ვუთხრათ, ქალთა უფლებების შესახებ და იმაზე თუ, რა მნიშვნელობა აქვს 8 მარტს. წლევანდელი ღონისძიებები ეძღვნება იმ კანონს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქალისთვის და ეხება სექსუალური შევიწროების აკრძალვას. მნიშვნელოვანია გამოვიყურებოდე ისე, როგორც მინდა, ვიცვამდე ისე, როგორც მინდა. კანონი მიცავდეს, რომ მე არ ვიყო დაკვირვების ობიექტი, კანონი უნდა მიცავდეს, რომ მქონდეს პირადი ცხოვრება და არ ვიყო შანტაჟის ობიექტი“, - აღნიშნა შენგელიამ.

























