თორნიკე რიჟვაძე - შუალედურ არჩევნებში  ხულოს მერობისთვის  “ქართული ოცნებიდან" ვახტან ბერიძე იბრძოლებს

შუალედურ არჩევნებში ხულოს მერობისთვის "ქართული ოცნებიდან" ვახტან ბერიძე იბრძოლებს,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას" აჭარის რეგიონში ახალი სახეები შეუერთდებიან.

„ჩვენ აქტიურად ვემზადებით ხულოს მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის. რა თქმა უნდა, იქნება ახალი სისხლი და სახეები. რიგგარეშე არჩევნებში ვახტანგ ბერიძე იქნება ჩვენი კანდიდატურა“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ამ დროისათვის ხულოს მერის მოვალეობას ხულოში პოლიციის ყოფილი უფროსი ვახტანგ ბერიძე ასრულებს. ყოფილმა მერმა გოჩა მელაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა