ზუგდიდში, „ლიბერთი ბანკის“ ფილიალთან ინკასატორების დაყაჩაღების ბრალდებით დაკავებულ პირებს ბრალი წარუდგინეს

ზუგდიდში, „ლიბერთი ბანკის“ ფილიალთან ინკასატორების დაყაჩაღების ბრალდებით დაკავებულ პირებს ბრალი წარუდგინეს

ზუგდიდში, „ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალთან ინკასატორების დაყაჩაღების ბრალდებით დაკავებულ ომარ ხუხუას და გელა ჯიქიას ბრალი წარედგინათ. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე, 143-ე და 237-ე მუხლებით წარედგინათ, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო ტარებას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და იარაღის გატაცებას გულისხმობს.

ინკასატორების დაყაჩაღების ბრალდებით დაკავებული ორი პირიდან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია.

მიმდინარე წლის 2 მარტს, ზუგდიდში მდებარე "ლიბერთი ბანკის" ფილიალთან ბანკის საინკასაციო მანქანაზე თავდასხმა მოხდა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს ბანკის ერთ-ერთ ინკასატორს.

შსს-ს ინფორმაციით, ორგანიზებული დაჯგუფების მიერ ჩადენილი ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და დაუფლების, ასევე ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 143-ე, 236-ე, 237-ე და 118-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.