ზუგდიდში მერიის წარმომადგენლებმა 100 წელს გადაცილებულ ქალბატონებს ქალთა დღე მიულოცეს

ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ და მერის პირველმა მოადგილემ გიორგი შენგელიამ, 100 წელს გადაცილებულ ქალბატონებს 8 მარტი, ქალთა საერთაშორისო დღე, მიულოცეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მერიიდან აცნობეს, მერიის წარმომადგნლებმა 100 წელს გადაცილებულ ქალბატონებს თაიგული მიართვეს და საოჯახო ტექნიკა საჩუქრად გადასცეს.

„დღეს ერთ-ერთი ქალბატონი, ვენერა გაწერელია 109 წლის გახდა. ვენერა გაწერელიას 52 შთამომავალი ჰყავს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია 100 წელს გადაცილებულებს ყოველწლიურად 500 ლარს ურიცხავს“, – აცხადებენ მერიაში.

გიორგი კობერიძე - ხელისუფლება არათანმიმდევრულია ავტოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებით და არც დასავლურ ბანაკში უნდა ყოფნა და ვერც სხვა ბანაკში გადასვლას ბედავს, ამ ყველაფრით კი სახელმწიფო ინტერესები ზიანდება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს