გუდაურში პირველად  გამართულ ევროპის თასის ეტაპზე 14 ქვეყნის  57 სპორტსმენი მონაწილეობდა

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS-ის) ეგიდით, პირველად საქართველოს სათხილამურო სპორტის ისტორიაში, გუდაურში, ქალთა და ვაჟთა შორის სნოუბორდ კროსის ევროპის თასის ეტაპი გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთის კურორტების განვითარების კომპანიიდან აცნობეს.

„შეჯიბრებაში 14 ქვეყნის 57 სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. პირველი საშეჯიბრო დღე თითქმის 5 საათის განმავლობაში კუდების ფერდობზე, სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილ ტრასაზე მიმდინარეობდა.

სნოუბორდ კროსი ოლიმპიური სპორტის ერთ-ერთი დისციპლინაა. შეჯიბრის დროს ოთხი სნოუბორდისტი სტარტს ერთდროულად იღებს და მინიმალურ დროში ცდილობს ტრასის გავლას“, - ნათქვამია მთის კურორტების განვითარების კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქალთა შორის გამარჯვებული გერმანელი სნოუბორდისტი ჰანა იედიოჰა (Hanna Ihedioha) გახდა, ვაჟთა შორის კი, ავსტრიელი სპორტსმენი ჯაკობ დუსეკი (Jakob Dusek).

„დანარჩენი საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა :

II ადგილი: ქალთა შორის - ლარა კაზანოვა (Lara Casanova, SUI); ვაჟთა შორის - ჯერომ ლიმენი (Jerome Lymann. SUI);

III ადგილი: ქალთა შორის - ქლოე პასერატი (Chloe Passeratt FRA); ვაჟთა შორის - დევიდ პიკლი (David Pickl Aut);

IV ადგილი: ქალთა შორის - სოფი ჰედიგერი (Sopie Hediger SUI); ვაჟთა შორის - მერლინ სარგეტი (Merlin Sarget FRA).

შეჯიბრების დასრულების შემდეგ სპორტსმენებს სიგელები და თასები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ, ფულად პრიზებთან ერთად.

ხვალ, 9 მარტს FIS-ის ევროპის თასის მეორე ეტაპები გაიმართება. 10 მარტს კი სარეიტინგო შეჯიბრებაა დაგეგმილი.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) სნოუბორდ კროსის ევროპის თასის ეტაპები საქართველოს მთავრობის, მთის კურორტების განვითარების კომპანიის, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის და მისი გენერალური სპონსორის, კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით ტარდება“, - ნათქვამია მთის კურორტების განვითარების კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს