ქუთაისში პარლამენტის თბილისში გადმოტანას აპროტესტებენ
.webp)
ქუთაისში კამპანია „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“ ფარგლებში ქუჩებში ნიკო ნიკოლაძის, ტიციან ტაბიძის, დავით კაკაბაძის, ნიკო მარის, ექვთიმე თაყაიშვილსი და მელიტონ ბალანჩივაძის პოსტერები გააკრეს.
როგორც მოძრაობის წევრები აცხადებენ , ეს პოსტერები ერთ-ერთი სიმბოლური ნაწილია იმ აქცია-პერფომანსის , რომელიც 12 მარტს, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში გაიმართება. პოსტერების ავტორი მხატვარი ლევან ვეკუაა. აქციაზე მხატვრები მოქალაქეებთან ერთად თავიანთი ნამუშევრებით პარლამენტის ქუთაისიდან გადატანას გააპროტესტებენ..jpg)
ქუთაისში პარლამენტმა მუშაობა 2010 წლიდან დაიწყო. „ქართული ოცნების“ მიერ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით კი, 2019 წელს საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა თბილისში განაახლა.

























