ლონდონში ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში საქართველოდან ქვევრის ღვინის მწარმოებელი მარნები მონაწილეობენ

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში, 10-11 მარტს, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენა,"RAW WINE” იმართება, რომელშიც საქართველოდან ქვევრის ღვინის მწარმოებელი მარნები მონაწილეობენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, გამოფენას საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილი დაესწრო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, მიმდინარე წელს გამოფენაში წარმოდგენილნი არიან შემდეგი მწარმოებლები: „გოცას საოჯახო მეღვინეობა“, „ნათენაძის ღვინის მარანი“, „შატო ხაშმი“, „მეღვინეობა ველინო“, „ნიკალას საოჯახო მარანი“, „ახმეტის ღვინის სახლი“, „მეღვინეობა ანაპეა“, „ალექსანდრეს ღვინის მარანი“, „ბაიას ღვინო“ და „მეღვინეობა ართანა“.

გამოფენის ფარგლებში მოეწყო ქართული სამზარეულოს კუთხეც. ღვინის ეროვნული სააგენტოს და მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ბრიტანელ იმპორტიორებთან.

გამოფენაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ ქვევრის ღვინო, გაეცნონ მისი დამზადების უძველეს ტრადიციებს, ქვეყნის კულტურას და ისტორიას. ბრიტანეთის ბაზარი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანა.

საქართველო ,,RAW WINE”-ში (The Artisan Wine Fair) 2012 წლიდან მონაწილეობს, რაც იძლევა პოტენციური იმპორტიორების მოძიების, ქვევრის ღვინის წარმოჩენის შესაძლებლობას. ქართველი მეღვინეების განცხადებით, გასულ წლებში აღნიშნულმა გამოფენამ მათ მნიშვნელოვანი იმპორტიორები შესძინა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია