სოფელ იორმუღანლოში მცხოვრებ 84 წლის ქალს მეოთხე დღეა ეძებენ

სოფელ იორმუღანლოში მცხოვრებ 84 წლის ხანუმ გუსეინოვას მეოთხე დღეა ეძებენ. ის ბოლოს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბის ტერიტორიაზე, ფერმაში ნახეს.

ქალის ახლობლების ინფორმაციით, მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. თუმცა ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა სახლში არ დაბრუნდა.

„ბოლოს რვა მარტს ვნახე და მას შემდეგ ვეძებთ. სოფელ ბოდბესთან ახლოს, ფერმაში იყო შვილთან ერთად. ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რაღაცეები ავიწყდებოდა, არ ვიცით, სად შეიძლება წასულიყო. ვეძებთ და ვერ ვპოულობთ“, - აცხადებს დაკარგული ქალის ახლობელი ელვან გუსეინოვი.

სამძებრო სამუშაოებში პოლიცია და სამაშველო სამსახურია ჩართული. გამოძიება 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა