ფოთში 9 წლის მოზარდს დენმა დაარტყა, მისი მდგომარეობა მძიმეა

ფოთში, ერთ- ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მდებარე სატრანსფორმატორო მაღალი ძაბვის ქვესადგურში, 9 წლის მოზარდს დენმა დაარტყა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მოზარდი ძლიერი დამწვრობით ქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

„როგორც გვითხრეს, ,აქ მცხოვრებლებს სატრანსფორმატორო ქვესადგურიდან ბავშვის ხმა გაუგიათ, გაუტეხავთ კარები და გამოუყვანიათ მოზარდი. აქ უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო. ბავშვი ალბათ, ზემოთ აცოცდა და ჩაძვრა იქ, სადაც პატარა ადგილი იყო ღია“, - განუცხადა ჟურნალისტებს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ მთავარმა ინჟინერმა ზურაბ ზალოგინმა.

ექიმების შეფასებით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.

„შემთხვევის ადგილზე რომ მივედით, ბავშვი იყო კონტაქტური, თავის მდგომარეობას აცნობიერებდა.მას აღენიშნებოდა სხულის ვრცელი მიდამოს დამწვრობა, შესაბამისად ადგილზე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და გადავიყვანეთ ქალაქის ჰოსპიტალში. მდგომარეობა მძიმეა, რადგან მიღებული აქვს მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა,“- განაცხადა სასწრაფო დახმარების მორიგე ექიმმა ლალი დემანიამ.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ „,ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები და მობილიზებული იყო პოლიცია. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექისის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
სილქნეტი მედიასივრცეში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ბრალდებას ეხმიანება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოლიგოპოლიასთან დაკავშირებით
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს