გორში 15 წლის ბიჭს ეძებენ

გორში 15 წლის ბიჭს ეძებენ

გორში, ოჯახის წევრები მეორე დღეა 15 წლის ბიჭს ეძებენ. აჩიკო კობერიძე ახლობლებს გუშინ შუადღის შემდეგ აღარ უნახავთ. აღნიშნულ ფაქტზე შეტყობინება პოლიციაში დღეს დილით შევიდა. შსს-ში აცხადებენ, რომ მოზარდის ადგილსამყოფელის დასადგენად სამძებრო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. აჩიკო კობერიძე გორის მე-3 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეა.

„შეშფოთებულები ვართ, არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, მხოლოდ ის ვიცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურ რეჟიმში ატარებს სამძებრო სამუშაოებს. ვიმედოვნებთ, მალე დადგინდება ბავშვის ადგილსამყოფელი“, - განაცხადა გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა.