თეა წულუკიანი საკითხის გარკვევას, რის გამოც პოსტიდან წასვლას არ გამორიცხავს, დღეს ელოდება

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საკითხზე დისკუსიის დასრულებას, რის გამოც პოსტიდან წასვლას არ გამორიცხავს, დღეს ელოდება. როგორც თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მას აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან აქვს დისკუსიები.

თეა წულუკიანის განცხადებით, მედიით გავრცელებული ვერსიები, რომელიც მისი პოზიციის მიზეზებს უკავშირდება, სიმართლეს არ შეესაბამება და იმედოვნებს, რომ მისი პოზიციები გაზიარებული იქნება.

„ეს არ ეხება არც შეწყალების საკითხს, არც სასჯელაღსრულების საკითხს. ეს არის თემა, რომელზეც ვმსჯელობთ. გუშინაც გვქონდა ამაზე დისკუსია, რადგან ხვალ ვგეგმავ ქალბატონ პრეზიდენტს დელეგაციის სტატუსით გავუწიო დახმარება მისი ოფიციალური ვიზიტის დროს. ვფიქრობ, რომ დღეს ეს თემა უნდა დასრულდეს.

ჩვენ გავაგრძელებთ დისკუსიას. ბევრი სასაუბრო პრინციპში, არაფერი დარჩა. ვფიქრობ, ერთი კვირა საკმარისია იმის გასარკვევად, რა არის სწორი. ეს არ არის ის საკითხები, რაც გუშინ გავრცელდა. დისკუსია მაქვს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ეს არის მინისტრის უფლებამოსილებების და სამინისტროს თემა, რომელზეც როგორც გუშინ ვთქვი, იყო აზრთა სხვადასხვაობა და დისკუსიები მაძლევს იმის იმედის საფუძველს, რომ ჩემი პოზიციები გაზიარებული იქნება. ვნახოთ, დღეს როგორ განვითარდება მოვლენები“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს