ქუთაისში პარლამენტის დაბრუნების მოთხოვნით აქცია გაიმართა

ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში მოძრაობა „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“ ორგანიზებით აქცია- პერფომანსი გაიმართა. პერფომანსით ქუთაისელმა მხატვრებმა პარლამენტის თბილისში გადატანა გააპროტესტეს.
„ქართული პარლამენტარიზმის ასი წლისთავზე ქუთაისელი მხატვრები თავიანთი ნამუშევრებით პარლამენტის თბილისში გადატანას გააპროტესტებენ. ჩვენ მშვიდობიან აქციებს პერმანენტულ სახეს მივცემთ“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ეკატერინე ფხაკაძემ.

მხატვრების განცხადებით, პარლამენტის ქუთაისში დაბრუნების მოთხოვნა, პროტესტია იმ პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელსაც ხელისუფლება რეგიონების მიმართ ახორციელებს.

























