მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრებმა მახინჯაურში, გვირაბთან მისასვლელი ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს

მოკლული პოლიციელის  ოჯახის წევრებმა მახინჯაურში, გვირაბთან მისასვლელი ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს

მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრებმა მახინჯაურში, გვირაბთან მისასვლელი ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს. ისინი ავტომობილებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. როგორც შეკრებილები აცხადებენ, ისინი ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებას მოითხოვენ.

ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ბრალდებულის ციხიდან გამოსვლის შემდეგ სოფელ მუხაესტატეში განმეორებით შურისძიებას არ გამორიცხავენ.

ამ დროისათვის ბათუმი-მახინჯაურის ცენტრალური საავტომობილო გზა პარალიზებულია.

ცოტა ხნის წინ ბათუმის საქალაქო სასამართლომ პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ ბესიკ ტაკიძეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რასაც პოლიციელის ოჯახის წევრების პროტესტი მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსი გასული წლის ზაფხულში მოკლეს.