„ენერგო-პრო ჯორჯიას“  აბონენტების ნაწილს, ხვალ, ელექტრომომარაგება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“  აბონენტების ნაწილს, ხვალ, ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 მარტს 11:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს სოფლებში- ნაფეტვრები, მუხათწყარო, აგარაკი, მსხალდიდი, ლისი, თხინვალა.

13:00-დან 14:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგურამო, ახალსოფელი, წიწამური და მიმდებარე ტერიტორიაზე, 14:00-დან 15:00 საათამდე - სოფლებში ბურიანი, წინამძღვრიანთკარი, ნავდარაანთკარი, კოტორაანთკარი, ზაქარო და მიმდებარე სოფლებში, ხოლო 15:00-დან 16:00 საათამდე - სოფლებში ბიწმენდი, ჯიღაურა, გალავანი, ბურიანი, ნავდარაანთკარი.

11:00-დან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ მომხმარებლებს დუშეთის რაიონის სოფლებში ხეობა, ჩინთი, ახალციხე, ფიჭვიანი და მიმდებარე სოფლებში, 12:00-დან 13:00 საათამდე - სოფლებში არღუნი, ჯავახიანთკარი, დუდაურები, მილახვრიანი და მიმდებარე სოფლებში, 13:00-დან 14:00 საათამდე - სოფლებში მილახვრიანი, პირმისაანი, ვარსიმაანთკარი, კარიაულები, ხოლო 15:30-დან 17:30 საათამდე - სოფლებს არაგვისპირი, ბოდორნა, აგატი, ბიჩნიგაურები, ჟინვალი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.