ზურაბ ჭიაბერაშვილი - მედიკამენტების პროგრამის შედეგები სავალალოა

„მედიკამენტების პროგრამის შედეგები სავალალოა", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიბერაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამისთვის 2018 წელს 10 მილიონი ლარი გამოიყო, საიდანაც 8 მილიონამდე ლარი აუთვისებელი დარჩა.

ჭიაბერაშვილის განცხადებით, გასულ წელს ამ პროგრამით 22 000-მა ადამიანმა, ხოლო2017 წელს 13 000-მა ადამიანმა ისარგებლა.

"მედიკამენტის ფასი არის ის რაც ყველაზე მეტად აღელვებთ და აწუხებთ ჩვენს გაღარიბებულ მოქალაქეებს. 2017 წელს როდესაც ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების პროგრამა, დავით სერგეენკო აცხადებდა, რომ ამ პროგრამით 200 000 ადამიანი ისარგებლებდა, მაგრამ დღევანდელი მონაცემები სავალალოა. 2018 წელს ამ პროგრამით მხოლოდ 22 000 - მა ადამიანმა ისარგებლა, როცა ჩვენს ქვეყანაში ასიათასობით ადამიანი მთავრობისგან ელოდება მნიშვნელოვან ნაბიჯებს იმისათვის, რომ წნეხი, რაც მოდის მედიკამენტებზე გაზრდილი ფასებისგან, რამენაირად შემსუბუქდეს. ჩვენ ამ დროს ვხედავთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ვერ ახერხებს იმ მწირი ბიუჯეტის ათვისებასაც კი, რომელიც ამ პროგრამისთვის გამოიყო 2018 წელს. ეს იყო 10 მილიონი და სულ მედიკამენტებზე 2 მილონი ლარიც კი არ დაიხარჯა. 8 მილიონი ლარი დარჩა აუთვისებელი, რაც არასწორი მენეჯმენტის შედეგია და რაც სამწუხაროდ, ისევ ჩვენს მოქალაქეებს დააკლდათ,"- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ჭიაბერაშვილის თქმით, საჭიროა არა ასეთი ცალკე პროგრამა, არამედ ჯანდაცვის პაკეტებში მედიკამენტის კომპონენტის დამატება.

“უკიდურესად გაჭირვებული ათიათასობით ადამიანისათვის გაძვირებულ მედიკამენტებებზე ხელმისაწვდომობა ვერ გაიზრდება, თუ მათთვის განკუთვნილ ჯანდაცვის პაკეტებში წამლის კომპონენტი არ შევიდა. მაგრამ აქ რომ ყაირათიანი ხარჯვა და სწორი ადმინისტრირება მოხდეს, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვა ჯანდაცვის სამინისტროდან სადაზღვევო კომპანიებზე უნდა გადავიდეს,” - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა