13 წლის გოგონას ცხედარი რუსთავში ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს

13 წლის გოგონა, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა, კლინიკა "რუსთავიდან" ქვემო ქართლის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
ერთ-ერთი ვერსიით, გოგონა სახურავზე ფოტოს გადასაღებად იყო ასული, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა.
როგორც კორპუსის ერთ-ერთმა მცხოვრებმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, სახურავის კიდე იმდენად მაღალია, რომ იქიდან გადმოვარდნა, თუ ვინმემ სპეციალურად არ გადმოადგო ადამიანი, შეუძლებელია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

























