ქობულეთის ორი სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

ქობულეთის ორი სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

ქობულეთის ორ სოფელში ლეღვასა და ქაქუთში მოსახლეობა ფაროსანასთან საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას ითხოვს. მოსახლეობამ დღეს საპროტესტო აქციაც გამართა, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ქობულეთის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, გასულ წელს ფაროსანას საწინააღმდეგოდ არაეფექტური ღონისძიებები გატარდა, რის გამოც მოსავალი გაუნადგურდათ.

მოსახლეობა სპეციალური ხსნარის გადაცემას დროულად ითხოვს.

მოსახლეობის აქციას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე გამოეხმაურა. მისი განმარტებით, სპეციალურ ხსნარებს მოსახლეობას სახელმწიფო ვერ გადასცემს. მისი ინფორმაციით, მოსახლეობას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიაწვდის ინფორმაციას, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ხსნარი.