ლევან ხაბეიშვილი - თუ თაბორის მთაზე ბექა ოდიშარიასთვის არ შეიძლება მშენებლობა, არ შეიძლება ბიძინა ივანიშვილისთვისაც

თუ თაბორის მთაზე მშენებლობა არ შეიძლება ბექა ოდიშარიასთვის, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ბიძინა ივანიშვილისთვისაც, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განუცხადა.

თუმცა, ხაბეიშვილის თქმით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ თბილისის მერი იგივე გადაწყვეტილებას „პანორამა თბილისის“ ფარგლებში თაბორის მთის განაშენიანების საკითხზეც მიიღებს.

„რომ გითხრათ, კალაძე ისეთი ვაჟკაცი ბიჭია, რომ ავა და ბიძინა ივანიშვილს ხელს შეუშლის, ამის მოლოდინი რომ მქონდეს, სრული იდიოტი უნდა ვიყო. როგორ უნდა დავიჯერო, რომ ყრმა ბატონს შეებრძოლება?! როცა ამბობენ, რომ თაბორზე მშენებლობა არ შეიძლება, მაშინ იგივე პოზიცია უნდა დააფიქსირონ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებითაც. ნაკლებად მძიმეწონიანი აღმოჩნდა ოდიშარია, ივანიშვილი კი არის ბატონი, რომლის ნების წინააღმდეგაც ვერ მიდიან. თუ მშენებლობა არ შეიძლება ოდიშარიასთვის, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ბიძინა ივანიშვილისთვისაც, რადგან ორივე შემთხვევაში საუბარია თაბორის მთაზე. ნორმალურ, სამართლებრივ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, იგივე პროცედურის გატარება ლოგიკური იქნებოდა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებითაც. როგორც ჩანს, ეს კალაძისთვის სამართლებრივ პრობლემასთანაც არის დაკავშირებული, რადგან თუ პროკურატურა დაიწყებდა გამოძიებას, აღმოაჩენდნენ, რომ იქ მშენებლობა არ შეიძლებოდა. თუმცა, პასუხისმგებლობას მაინც ვერ გაექცევიან, რადგან ბიძინა ივანიშვილს მისცეს თაბორის მთაზე მშენებლობის ნებართვა“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, თბილისის მერმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც თაბორის მთაზე ბექა ოდიშარიას სასტუმროს მშენებლობის საკითხზე განაცხადა, რომ ეს თბილისელების ინტერესებს ეწინააღმდეგება.

„კარგია, რომ დედაქალაქი მერმა გაითვალისწინა თბილისელების ინტერესები. თაბორის მთაზე ისედაც არ შეიძლებოდა მშენებლობა, თავად დააშავეს, ახლა თავად გამოასწორეს მაგრამ ამბობენ, რომ თბილისელებს მაინც უნდა გადავახდევინოთ თანხა ოდიშარიას სასარგებლოდ, ის მიწის ნაკვეთიც ხომ თანხა ღირს, რომელიც თბილისის ქონებაშია ასახული?!“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე, თაბორის #1-ში მდებარე სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე თაბორის #1-ში სასტუმროს აშენება მისაღები არ არის.

„ჩემი დიდი პატივისცემა მინდა დავუდასტურო ბექა ოდიშარიას, თუმცა ამ კონკრეტულ მონაკვეთზე მშენებელობა ჩვენთვის არ არის მისაღები“, - აღნიშნა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა