ქუთაისის 35 საჯარო ბაღის სამზარეულოში, „სოკარ გაზმა" ბუნებრივი აირის მილები დალუქა

ქუთაისის 35 საჯარო ბაღის სამზარეულოში, „სოკარ გაზმა" ბუნებრივი აირის მილები დალუქა

ქუთაისის 35 საჯარო ბაღის სამზარეულოში, „სოკარ გაზმა“ ბუნებრივი აირის მილები დალუქა. „სოკარ გაზმა" აღნიშნულ ბაღებში, ბუნებრივი აირის არსებობა სიცოცხლისთვის საშიშად ჩათვალა.

ქუთაისის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, დავით წიტაიშვილის განცხადებით, ამის გამო ქუთაისის ბაღების სამზარეულო ელექტროსისტემაზე გადავიდა. „სოკარ გაზმა" გასცა რეკომენდაცია ბაღებში ბუნებრივი აირის მილები დაელუქათ, ამის გამო ქუთაისის 35 ბაღში კერძები ელექტრო ღუმელებზე მზადდება“, - აცხადებს დავით წიტაიშვილი.

ქუთაისში ამ დროისთვის 37 საბავშვო ბაღია, აქედან 35 ბაღის სამზარეულოში ბუნებრივი აირის მილები დალუქულია.