გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 მარტს, 10:15 საათიდან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: წილკანი, ფრეზეთი, ერედა, ახალდაბა და მიმდებარე სოფლებში,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.
კომპანიის ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 12:00 საათამდე - სოფელ წეროვანშიც შეეზღუდებათ.
ამასთან, 12:00 საათიდან 13:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ მომხმარებლებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ბაზალეთი, ჩირდილელიანი, გრიგოლაანი, ჩუგუნიაანი, პირმისაანი, 13:00-დან 14:00 საათამდე - ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიზე, სოფლებში ჩანადირები, უნდილაანთკარი, ბერთამთა, ბაგიჭალა და მიმდებარე სოფლებში.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ მომხმარებლებს სტეფანწმინდაში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

























