„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი - აჭარის მთავრობამ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება შეაჩერა

აჭარის მთავრობამ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება შეაჩერა და ბიუჯეტიდან თანხები გაფლანგა, - ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრმა რეზო ხარაზმა ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ გვირაბთან გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
რეზო ხარაზი ამბობს, რომ აღნიშნულ ადგილზე ესტაკადის მშენებლობისთვის 2 მილიონ ლარზე მეტი იყო გამოყოფილი და მისი მშენებლობა გასული წლის ზაფხულში უნდა დასრულებულიყო, თუმცა მშენებლობა არც კი დაწყებულა.
რეზო ხარაზმა ბრიფინგზე, ის დოკუმენტები წარადგინა, რომლის მიხედვითაც შპს „გზას“ ესტაკადის მშენებლობა უნდა განეხორციელებია. რეზო ხარაზი საკითხის შესასწავლად პროკურატურას მიმართავს.

























