ფოთში მოვაჭრეებმა აქცია შეწყვიტეს

ფოთში მოვაჭრეებმა აქცია შეწყვიტეს. მათი თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან მოლაპარკებები გრძელდება და იმედოვნებენ, რომ შედეგს მიაღწევენ.

„ამ ეტაპზე დავიშალეთ, რადგან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ზოგ რაღაცას ჩვენც დავთმობთ, თუმცა მერიაც უნდა წამოვიდეს რაღაც კომპრომისზე, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს განვაახლებთ ,“- განაცხადა მოვაჭრე თაკო კეკელიამ.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, დავით ჯგერენაიას თქმით, მოლაპარაკების შედეგად ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომ არც ერთი მხარე არ დაზარალდეს. ,,კიდევ ერთხელ დავსხდებით, დავილაპარაკებთ და ერთობლივ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ისეთს, რომ ამით არავინ დაზარალდეს,“- აღნიშნა დავით ჯგერენაიამ.

ფოთში მოვაჭრეებმა დღეს აქცია გამართეს. ისინი ხელისუფლების იმ მოთხოვნას აპროტესდებდნენ, რომელიც ბაზარში მთავარი სავალი გზის სავაჭრო ობიექტების დამხმარე კონსტრუქციებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო