გიორგი ქობულიამ Mitsubishi Motors-ის დირექტორს საქართველოში საწარმოო სიმძლავრეების ამოქმედება შესთავაზა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია იაპონური კორპორაციის Mitsubishi Motors - ის აღმასრულებელ დირექტორს ტრევორ მანს შეხვდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს.

შეხვედრა იაპონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძისა და სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

„შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს საინვესტიციო და ბიზნესგარემო, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები. აღინიშნა ის უპირატესობები, რომელიც საქართველოს აქვს ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით. მათ შორის, დასახელდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა ევროპისა და აზიის რეგიონს შორის, აგრეთვე ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობის მიმართულებით. ქართულმა მხარემ შესთავაზა იაპონურ საავტომობილო კორპორაციას საწარმოო სიმძლავრეების ამოქმედება, ასევე რეგიონული ლოგისტიკური და სათაო ოფისის გახსნა.

შედეგად, Mitsubishi Motors - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტრევორ მანმა მზადყოფნა გამოთქვა, შეისწავლოს საქართველოს მხარის შეთავაზება და ჩაატაროს კვლევა, რომლითაც განისაზღვრება იაპონური კორპორაციის სამომავლო გეგმები საქართველოს ბაზარზე.“-აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო