აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია სახლის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულ ოჯახს შეხვდა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, სამიქაოს ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა, სადაც ზურაბ კაჭარავას სოციალურად დაუცველი ხუთსულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლის ნაწილი მთლიანად ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

აბაშის მუნიციპალიტეტის ცნობით, მერმა დაზარალებულებს დახმარება შესთავაზა.

„ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვები არიან, ახლა მათ გვერდით დგომა სჭირდებათ, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. დაითვლება ზარალი, ოჯახს მაქსიმალურად დავეხმარებით, იქნება ეს დროებითი საცხოვრებელი, სამშენებლო მასალა თუ ტექნიკა“,-განაცხადა ლევან მაკალათიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა