სოფელ ასურეთში რუსთაველის ქუჩის მოასფალტება მიმდინარეობს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, ზედამხედველობის სამსახურის უფროს ნიკოლოზ სულხანიშვილთან ერთად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში, რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

„პროექტის ფარგლებში განხორციელდა საავტომობილო გზის და მიმდებარე 2 ჩიხის მოასფალტება, სანიაღვრე სამკუთხა ბეტონის კიუვეტების მოწყობა და ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით გზის ნაპირების მოხრეშვა.

ახლად რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს 300-მდე პირდაპირი და არაპირდაპირი ბენეფიციარი.

პროექტი ხორციელდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით და სამუშაოების ღირებულება ხელშეკრულებით შეადგენს 314 000,01 (სამას თოთხმეტი ათას და 01 თეთრს) ლარს“, - ნათქვამია თეთრიწყაროს მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო