თბილისის საკრებულოს სხდომა, სადაც გენგეგმა უნდა დაამტკიცონ, ხმაურით მიმდინარეობს

დედაქალაქის საკრებულოს სხდომა, სადაც თბილისის გენგეგმას განიხილავენ და დღესვე უნდა დაამტკიცონ, ხმაურით მიმდინარეობს.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ განმარტა ის მიზეზები, რის გამოც მოწათსარგებლობის გენერალურ გეგმას იწუნებს.

ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა და მოუწოდა, დაარწმუნონ საზოგადოება, რომ გენგეგმა მართლაც კარგია.

„თუ ის არ წაგიკითხავთ ბოტანიკურ ბაღში რა ხდება, დანარჩენ ქალაქში რა ხდება ის როგორ დაგიჯეროთ. ხომ გინდათ რომ მხარი დაგიჭიროთ, დაგვარწმუნეთ ამაში. ის, რომ რაღაც ტექნიკური ხარვეზია და გზადაგზა გაასწორებთ, ცოტა არასერიოზულად მეჩვენება",- მიმართა ხაბეიშვილმა ტყემალაძეს.

თავის მხრივ, გიორგი ტყემალაძემ ლევან ხაბეიშვილს ფანტაზიის უნარი მოუწონა.

„გაოცებული ვარ შენი ფანტაზიის უნარით. რამდენი მოასწარი ამ მოკლე დროში. გასაგებია, რომ ცდილობ ყურადღება უარყოფით კონტექსტში გადაიტანო",- აღნიშნა ტყემალაძემ.

აღნიშნულის შემდეგ კი, საკრებულოს უმრალესობის წევრმა რევაზ სოხაძემ ლევან ხაბეიშვილი არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა, რაზეც ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მას დოკუმენტები გააჩნია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს