თორნიკე რიჟვაძე ბულგარეთის ელჩს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოში ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დესისლავა ივანოვას შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობა ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კულტურისა და განათლების სფეროებში.

მათივე ინფორმაციით, აქტიურია რეგიონთაშორისი თანამშრომლობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო სფეროში ურთიერთობების გაღრმავებასა და გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობაზე.

თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა საქართველოსა და ბულგარეთს შორის გაზრდილ ტურისტულ მიმოსვლაზე. მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობების განვითარების პოტენციალი და დაიგეგმა ერთობლივი პროექტების განხორციელება ამ მიმართულებით.

„აუცილებელია თანამშრომლობის გაღრმავება კულტურულ-ისტორიული მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის დაახლოებას. მნიშვნელოვანია, რომ საგრძნობლად გაზრდილია ტურისტული კავშირები და იგეგმება კომუნიკაციის კიდევ უფრო გაუმჯობესდება“, - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

აჭარის მთავრობის ცნობით, საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას ტრადიციულად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებთ. ორ ქვეყანას შორის არსებობს სოლიდური სახელშეკრულებო ბაზა, რომელიც არეგულირებს თანამშრომლობის თითქმის ყველა სფეროს. ბულგარეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.

სავაჭრო ბრუნვის მიხედვით ბულგარეთი საქართველოს უმსხვილეს პარტნიორთა პირველ ათეულშია. 2018 წლის მონაცემებით, ბულგარეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა 9 მილიონით გაიზარდა. საქართველოში მოქმედებს 16-მდე ბულგარული კომპანია. მათ შორის ოთხი - აჭარაში.

აღსანიშნავია თანამშრომლობა ბათუმისა და ბურგასის ნავსადგურებს შორის. კერძოდ, 2014 წლიდან დღემდე ბურგასისა და ბათუმის პორტებს შორის თვეში 4-ჯერ მოძრაობს ბორანი, რომელსაც მგზავრები და სატვირთო ავტომობილები გადაჰყავს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს