ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაღმარანში საავტომობილო გზის მშენებლობა  დაიწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაღმარანში საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან აცნობეს. მათივე ცნობით, სოფელს ასფალტირებული საავტომობილო გზა არასდროს ქონია.

სამუშაო პროცესს ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მერის პირველ მოადგილესთან გიორგი შენგელიასთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. სახელმწიფო რწმუნებულმა ადგილობრივებს პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სოფლის სხვა საჭიროებების ეტაპობრივ მოგვარებასაც დაჰპირდა.

ბაღმარანის ახალი საავტომობილო გზის სიგრძე 4,8 კილომეტრს შეადგენს, ასფალტის საფარის დაგებასთან ერთად გათვალისწინებულია სანიაღვრე არხების მოწყობა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1,6 მილიონ ლარს შეადგენს.

გზის მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. გზის მშენებლობის პირობა ადგილობრივებს სახელმწიფო რწმუნებულმა წინა ვიზიტის დროს მისცა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო