დავით მათიკაშვილი - მოსამართლეების შერჩევის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში კითხვებს პასუხები გაეცა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისათვის წარდგენის პროცედურასთან დაკავშირებით სამი კანონპროექტის კენჭისყრა იგეგმება.

როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიის ჩართულობა ამ პროცესში.

"იცით, რომ მის დასკვნასაც დაველოდებით ჩვენ და ადეკვატურად ვიმოქმედებთ. ასე რომ, კითხვებს „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში პასუხები გუშინ გაეცა. კარგად თუ მოხდება კანონპროექტის შესწავლა, ყველა მიხვდება, რომ საკითხი არის ძალიან კარგად დამუშავებული და ის პასუხობს ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის მოთხოვნებს, პრინციპებსა და ამოცანებს, რომლისთვისაც წარიმართა ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, მოსამართლეებთან დაკავშირებული „ევროპული საქართველოს" კანონპროექტი არის პოლიტიკურად მოტივირებული და ძირითად პრინციპებს უგულებელყოფს.

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა დეპუტატ ეკა ბესელიას ბრალდებას, რომ პარლამენტი შაბათ დღეს კანონპროექტის განხილვას ფორსირებულად ახდენს.

„ყველაფერი არის რეგლამენტის ფარგლებში. თითონ კანონპროექტის მიხედვით პროცესი არის მაქსიმალურად გამჭვირვალე და დროში ისეა გაწერილი, რომ ის ფორსირებულად და მოკლე ვადაში ფიზიკურად შეუძლებელია მიიღო. ასე რომ, რეგლამენტის შესაბამისად მოქმედებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს