ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის შენობაში ფოთის უმაღლესი სასწავლებელი განთავსდება

ფოთის ყოფილი ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის შენობაში, ახალი უმაღლესი სასწავლებელი გაიხსნება.ფოთის მერიის ინფორმაციით, ნგრევის პირას მისულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით რეაბილიტაცია ჩაუტარდება და აქ ახალი უმაღლესი სასწავლებელი განთავსდება, რომელიც თავისი პროფილით სანავსადგურო ქალაქის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

ამის შესახებ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ შენობის დათვალიერებისას განაცხადა.

შენობა მეოცე საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს აშენდა. აქ ჰიდრომელიორაციული ტექნიკური სასწავლებელი, მოგვიანებით კოლეჯი და ფოთის უნივერსიტეტი ფუნქციონირებდა.

„წლების წინ დაწყებული მუშაობა პრობლემის მოსაგვარებლად, მალე სასურველი შედეგით დასრულდება. მიუღებელია ასეთი ძეგლის განადგურება. ჩვენი ძალისხმევით, ფოთს შევუნარჩუნებთ უნიკალური არქიტექტურის შენობას და შევძენთ უმაღლეს სასწავლებელს, რითაც ხელს შევუწყობთ ქალაქის მომავალ განვითარებას. ამ მნიშვნელოვან საქმეში აუცილებელია ფოთელთა აქტივობასთან ერთად კერძო სექტორის ჩართულობა“, - განაცხადა ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ კონსტანტინე თოფურიამ.

უმაღლესი სასწავლებლის კერა ფოთს ახალ დატვირთვას შეძენს და იგი ხელს შეუწყობს ქალაქში ახალგაზრდა თაობის დაინტერესებას და დასაქმებას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა