ანრი ოხანაშვილმა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის გამოუცხადებლობა უპასუხისმგებლობად შეაფასა

იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე, სადაც დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის პრინციპს განიხილავენ, მომხსენებლები ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე არ გამოცხადდნენ.

ორივე დამოუკიდებელი დეპუტატი მომხსენებლები იყვნენ, თუმცა როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, მათი სხდომაზე „მიუსვლელობის ობიექტური მიზეზები ცნობილი არ არის“.

„საორგანიზაციო ჯგუფისთვის უცნობია რატომ არ გამოცხადდნენ დეპუტატები სხდომაზე. მე ვფიქრობ, მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს, თუნდაც საზოგადოების წინაშე. როდესაც კანონპროექტის ინიცირებას ახდენ, ამ კანონპროექტის მომხსენებელი ხარ და არ ცხადდები მიზეზის გარეშე, ვფიქრობ, სულ მცირე ეს უპასუხისმგებლობაა", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატმა ეკა ბესელიამ გუშინ განაცხადა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დასწრებას და მოსამართლეების შერჩევის შესახებ კანონპროექტის წარდგენას არ აპირებდა. როგორც ბესელიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, წამყვან კომიტეტზე დაუსწრებლობის მიზეზი, სხდომის არასამუშაო დღეს დანიშვნაა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა