ლევან იზორიამ სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ხსოვნას პატივი მიაგო და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. მინისტრი სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად მივიდა. სამოქალაქო პანაშვიდს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

სამების საკათედრო ტაძრიდან ნეშტები ვაშლიჯვარში, ძმათა სასაფლაო „გმირთა სავანეზე“ გადაასვენეს, სადაც სამხედრო პატივით დაკრძალეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამშობლოს გმირების გაზრდისთვის მადლობა გადაუხადა.

„მათი გმირობის მაგალითი ჩვენ უფრო გვიძლიერებს პასუხისმგებლობას, რომ მშვიდობიანი გზით შევძლოთ ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან და ოსებთან, ერთიან სახელმწიფოში თანაცხოვრება. ეს არის თითოეული ჩვენგანის საერთო ეროვნული ინტერესი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პასუხისმგებლობით შევძლებთ იმ ოცნებებისა და მიზნების რეალიზებას, რასაც ჩვენი გმირები შეეწირნენ“, - განაცხადა იზორიამ.

დაკრძალვის ცერემონიას დაღუპულთა ოჯახის წევრები, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი და ვეტერანები დაესწრნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა