გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ მუჟავას საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ მუჟავას დამაკავშირებელი 12 კილომეტრიანი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე გზის საფარის პირველი ფენის დაგების სამუშაოები ხორციელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გზასთან ერთად სანიაღვრე სისტემები, ე.წ გაბიონები, ეზოებში შესასვლელები მოეწყობა, მოხდება მდინარე ოლორის საავტომობილო ხიდის და 30 მილხიდის მშენებლობა-რეაბილიტაციაც. პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია.

სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია გაეცნო. გზის მშენებლობის პირობა სახელმწიფო რწმუნებულმა ადგილობრივებს სოფელში წინა ვიზიტის დროს მისცა.

სოფელ მუჟავას გზის რეაბილიტაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს, პროექტი მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა