გიორგი ახვლედიანი - ბატონო ზოიძევ, მოგიძველდათ მეთოდები

აკაკი ზოიძე თავს აძლევს უფლებას და უტიფრად გვიცხადებს, რომ თურმე ნამდვილი ოპოზიცია არ არსებობს და ამიტომ ვერაფერი მოუხერხეს თურმე ,,ნაციონალურ მოძრაობას". ბატონო ზოიძევ, მოგიძველდათ მეთოდები”, - ასე გამოეხმაურა “დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი საპარლამენტო უმრავლესობის წევრს აკაკი ზოიძეს, რომელმაც ,,პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა" მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ სხვა ოპოზიციური ძალა არ გამოჩნდა.

“უკვე 7 წელია ,,ქართული ოცნება" ,,ნაციონალურ მოძრაობას" გამიზნულად ინარჩუნებს თავის ოპოზიციად. ეს არის ფაქტი. თუ რისთვის შეინარჩუნა ბიძინა ივანიშვილმა და აცოცხლებს დღემდე სააკაშვილის პარტიას, ყველამ კარგად ვიცით. ,,ქართულ ოცნებას" არაფერში არ სჭირდება სხვა ოპოზიცია, რადგან სხვა ოპოზიციურ ძალას, მათ შორის, ნინო ბურჯანაძის პარტიას ვერ დააბრალებს დანაშაულებებს და მკვლელობებს. ბურჯანაძე ამ ხელისუფლებისთვის იქნებოდა დისკომფორტი და ამიტომაც თქვა შუა უნდა გაიკრიფოსო. საპარლამენტო არჩევნებზეც და ადგილობრივ არჩევნებზეც ყველაზე მეტი გაყალბებული ბიულეტენები სწორედ ,,დემოკრატიულმა მოძრაობამ" წარადგინა“,- განაცხადა ახვლედიანმა

მისივე თქმით, „იარლიყები ბურჯანაძის მისამართით, რაც სააკაშვილმა დაიწყო, წარმატებით გააგრძელა ,,ქართულმა ოცნებამ".

„უფრო მეტიც, მისი ტროლები დღემდე აჯერებენ ვიღაცეებს, რომ ბურჯანაძე სააკაშვილს ურიგდება. არ გიშველის, ,,ოცნებავ" ასეთი ხერხებით ბრძოლა ჩვენს წინააღმდეგ. მით უფრო ძალზედ სამარცხვინოა, რომ აკაკი ზოიძე თავს აძლევს უფლებას და უტიფრად გვიცხადებს, რომ თურმე ნამდვილი ოპოზიცია არ არსებობს და ამიტომ ვერაფერი მოუხერხეს თურმე ,,ნაციონალურ მოძრაობას". ბატონო ზოიძევ, მოგიძველდათ მეთოდები. 2020-ში ეს გეგმა თქვენ და თქვენს ბელადს ბიძინა ივანიშვილს არ გამოუვა რადგან ჩვენი მოქალაქეები ნათლად ხედავენ, რომ არ შეიძლება არჩევანი გაკეთდეს ,,ნაციონალურ მოძრაობასა" და ,,ქართულ ოცნებას" შორის”,- აცხადებს ,,დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა