დუშეთში აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს

დუშეთში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, ისინი დუშეთის შესასვლელთან აქციას მართავდნენ, რომლის მთავარი მოთხოვნა სამგზავრო ტარიფის ფასის კლებაა და კერძო კომპანიის მაგივრად, მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანა იყო.

აქციის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გზის სავალი ნაწილი გადაეკეტათ, რისი საშუალებაც, მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა არ მისცეს და გზის სავალი ნაწილი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს, რასაც ხმაური მოჰყვა.

ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აქცია ხვალ დღის მეორე ნახევრამდე შეაჩერონ. ისინი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კერძო კომპანიასთან მოლაპარაკებას გამართავენ, რათა შემცირდეს სამგზავრო ტარიფი.

„ვმართავდით აქციას, ჩვენი მოთხოვნა იყო და არის, რომ დუშეთში კერძო კომპანიის მაგივრად იყოს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც მერიის ბალანსზე იქნება და უზრუნველყოფს ჩვენს გადაადგილებას შეღავათიან ფასად, ან თავად აღნიშნული კომპანია დაწევს სამგზავრო ტარიფს. ვინაიდან ჩვენი მოთხოვნა უყურადღებოდ დატოვეს, მივიღეთ გადაწყვეტილება, გადაგვეკეტა საავტომობილო გზა, თუმცა ამის საშუალება პოლიციელებმა არ მოგვცეს, მოგვივარდნენ და ძალის გამოყენებით გაათავისუფლეს გზა. ჩვენ ხვალ დღის მეორე ნახევრამდე მოვიცდით, ადგილობრივი ხელისუფლებაც დაგვპირდა დახმარებას, რომ კერძო კომპანიასთან გაიმართოს მოლაპარაკება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივების მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრები“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემა ანა ქავთარაძემ.

იხილეთ ვიდეო: დუშეთში აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა