თორნიკე რიჟვაძე - აჭარასა და ქვემო სილეზიის სავოევოდოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები დინამიურად ვითარდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალს ცეზარ იფშიბილსკის და დელეგაციის სხვა წევრებს უმასპინძლა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს უკვე განხორციელებული ერთობლივი პროექტები და იმსჯელეს რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებაზე სხვადასხვა მიმართულებით. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აუცილებელია მხარეების კიდევ უფრო დაახლოება და თანამშრომლობის გაძლიერება ეკონომიკის მიმართულებით.

„დინამიურად ვითარდება ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. თუმცა, არსებული პოტენციალი უფრო მეტის შესაძლებლობას იძლევა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. სწორედ ამ მიზნით, დღეს ბათუმში კიდევ ერთი ბიზნეს ფორუმი გაიმართება, რაც ხელს შეუწყობს ბიზნეს წრეების დაახლოებას, ახალი თანამშრომლობის ინიცირებას და ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის განვითარებას“- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

განცხადებაში აღნიშნულია რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა პოზიტიურად აისახება ტურიზმის მიმართულებაზე.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში 2018 წელს დაფიქსირდა პირდაპირი პოლონური ინვესტიციების ზრდა, ხოლო რეგიონში პოლონური კაპიტალის მონაწილეობით მოქმედებს ექვსი ორგანიზაცია.

აღსანიშნავია, რომ მხარეებს წარმატებული პარტნიორობა აკავშირებთ კულტურის მიმართულებით. იწყება ახალი ერთობლივი პროექტი - „ქართულ - პოლონური ფილმების დღეები“.

ბოლო წლებში ფიქსირდება თანამშრომლობის დინამიური ზრდა ტურიზმის მიმართულებით. 2018 წლის მონაცემებით, პოლონეთი საქართველოს ტურისტული პარტნიორების TOP ათეულში შედის. მარტის დასაწყისში ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში წარმოდგენილი იყო აჭარის ტურისტული პოტენციალი.

შეხვედრას მთავრობის წევრები და ქვემო სილეზიის დელეგაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, -აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო