აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ, ხიდის აღდგენის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ შესაბამის სამსახურებთან ერთად ზანათის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ტეხურაზე ხიდის აღდგენის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა, -აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ აბაშის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

როგორც ცნობილია, პროექტი მთავრობის განკარგულებით (2018 წ. 11 იანვარი, N11), სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების ფარგლებში, 52 065 ათასი ლარით დაფინანსდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები „არქეოპოლისმა“ შეასრულა.

განახლებული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს