გორში, შოთა რუსთაველის მემორიალისა და მიმდებარე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორში, შოთა რუსთაველის მემორიალისა და ობიექტის მიმდებარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს. მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტერიტორიაზე არსებულ ნაგებობებს და მიმდებარე ტერიტორიას. მოპირკეთდება, გაიწმინდება და დამუშავდება მონუმენტის ზედაპირი.

„სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 54 395 ლარს შეადგენს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სამშენებლო ტრესტი №3” აწარმოებს.

შოთა რუსთაველის მემორიალი, რომლის ავტორი გორელი არქიტექტორი ირაკლი ბიბინეიშვილია, 1967 წელს მოეწყო. მას შემდეგ ობიექტს მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია.

პროექტი იმ გრანტის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც გორის მუნიციპალიტეტმა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, 2017 წელს ევროკავშირისგან მიიღო.

გარდა შოთა რუსთველის მემორიალისა და მისი მიმდებარე ტერიტორიისა, გრანტის ფარგლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები „ლომჭაბუკისა“ და ეთნოგრაფიული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიებზეც მიმდინარეობს.

„ლომჭაბუკთან“ იგეგმება ღონისძიებებისთვის განკუთვნილი შენობისა და საპარკინგე ადგილების მოწყობა.

ეთნოგრაფიულ მუზეუმთან შენდება სახელოსნოები, სადაც ტურისტები ქართული ხალხური რეწვის მრავალფეროვან ტრადიციებს გაეცნობიან. აღნიშნული მცირე საწარმოები, რომლებშიც ადგილობრივები დასაქმდებიან, დატვირთული იქნება საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობებითაც.

გრანტის ფარგლებში იგეგმება ასევე გორის ციხის გარშემო საფეხმავლო ბილიკების მოწყობა. პროექტების ჯამური ღირებულება 2 087 991 ლარია. სამუშაოებისთვის ევროკავშირმა 1 800 000, ადგილობრივმა თვითმმართველობამ კი 287 991 ლარი გამოყო“, - აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება