უმაღლეს საბჭოში ქვემო სილეზიის დელეგაციას უმასპინძლეს

სილეზიასა და აჭარას შორის ურთიერთობები ინტენსიურად და წარმატებით ვითარდება და დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენს ეკონომიკურ თანამშრომლობაზეც აისახება, -ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ საკანონმდებლო ორგანოში ქვემო სილეზიის სავოევოდოს ოფიციალურ დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, პოლონეთის 12-კაციანი დელეგაცია, ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალის ცეზარ ფშიბილსკის მეთაურობით, აჭარას ბიზნესფორუმში მონაწილეობის მისაღებად ესტუმრა. აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, საკანონმდებლო ორგანოს კომიტეტების, ფრაქციების თავმჯდომარეები, დამოუკიდებელი დეპუტატები და აპარატის უფროსი ესწრებოდნენ, მხარეებმა რეგიონთაშორის მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

დავით გაბაიძემ პოლონელ კანონმდებლებს 2018 წლის ივლისში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისთვის, რაც მსოფლიო სამართლის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა იყო მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გაცვალეს საჩუქრები და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს