შპს „რუმსში“ აცხადებენ, რომ ის მუშები, რომლებიც ზუგდიდში, ხელფასების დროულად დარიცხვას ითხოვენ, მათ არ დაუქირავებიათ

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების სამშენებლო სამუშაოებს, სადაც მუშების ნაწილი ხელფასების დროულად დარიცხვას ითხოვს, შპს „რუმსი“ ახორციელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შპს-ში განუცხადეს, მუშებს, რომლებსაც ხელფასებთან დაკავშირებით პეტენზიები აქვთ, მათ არ დაუქირავებიათ. „რუმსის“ დირექტორის ნიკოლოზ პაპიძის განმარტებით, მათ ჰყავთ თავიანთი ქვეკონტრაქტორები და სწორედ მათი კომპეტენციაა ობიექტზე დასაქმებული ადამიანებისთვის ხელფასების გადახდა. პაპიძის ცნობით, მუშების ნაწილი, რომლებიც ხელფასებს ითხოვენ, ფიზიკური პირის ფარიზ ვალიევის მიერ არიან დაქირავებული, ხოლო კომპანიას ვალიევთან ფინასური დავალიანება არ აქვს.

„ისევე, როგორც კომპანია „დაგმა“ დაიქირავა ქვეკონტრაქტორი კომპანია, „რუმსი“ და ასრულებინებს ამ მასშტაბულ პროექტს, ასევე კომპანია „რუმსმა“ სეგმენტებად დაჰყო შესასრულებელი სამუშაოები და ჰყავს თავისი მცირე ქვეკონტრაქტიორები, უმრავლეს შემთხვევაში ესენი არიან ორგანიზაციები, შპს-ები და ფიზიკური პირები, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს ჩვენი სამართლებრივი ურთიერთობა, ხოლო ისინი ვის ქირაობენ, ჩვენ საქმის კურსში არ ვართ. ის პიროვნებები, რომლებიც ახლა ამბობენ, რომ კომპანია „რუმსიდან“ ეკუთვნით ხელფასი, არანაირი ხელფასი ჩვენგან მათ არ ეკუთვნით იმ მარტივი მიზეზების გამო, რომ ჩვენ შორის არ არსებობს არანაირი სამართლებრივი და ფინანსური ურთიერთობა. მე ეს ადამიანები არ დამიქირავებია, ისევე როგორც არ დამიქირავებია იმ ობიექტზე მომუშავე არც ერთი მათგანი. რაც შეეხება ამ პიროვნებებს, ესენი დაქირავებული ჰყავს ჩვენს ე.წ. ქვეკონტრაქტორს, ეს არის ფარიზ ვალიევი. მას გარკვეული სამუშაოები ჩავაბარეთ და ამ სამუშაოების 90% თანხების მას უკვე მიღებული აქვს, ხოლო მის მიერ დაქირავებულ მუშებს ხელზე აძლევდა თანხას თუ ურიცხავდა, ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს. ვალიევი საქართველოში არ იმყოფება, თუმცა ის რამდენიმე დღეში ჩამოვა, რადგან მას გარკვეული სამუშაოები დარჩა შესასრულებელი და აუცილებლად შეხვდება იმ მუშებს“, - აცხადებს პაპიძე.

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაზე დასაქმებული მუშების ნაწილი აცხადებს, რომ მათ 2 თვის ხელფასი არ მიუღიათ. ისინი თანხების დროულად დარიცხვას ითხოვენ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ