სიღნაღში სახანძრო-სამაშველო სამსახურისთვის ახალი შენობა შენდება

სიღნაღში სახანძრო-სამაშველო სამსახურისთვის ახალი შენობის მშენებლობა მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სიღნაღის მუნიცილაპიტეტის მერიიდან აცნობეს, სიღნაღის სახანძრო-სამაშველო შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მეხანძრე-მაშველების სამუშაო პირობებს.

მათივე ინფორმაციით, უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში სიღნაღში სახანძრო-სამაშველო დეპო არ არსებობდა. მერიის ცნობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტს აღნიშნული დეპო 2019 წლის სექტემბრიდან მოემსახურება.

„სახანძრო-სამაშველო შენობის არქიტექტურა ქალაქის იერსახის შესაბამისი იქნება. ახალი შენობის გახსნისთანავე, განახლდება სიღნაღის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ავტოპარკი.

სახანძრო-სამაშველო შენობის მშენებლობას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ახორციელებს, რისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 000 000 ლარია გამოყოფილი“, - აცხადებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს