გიგა ბოკერია - ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ „ქართული ოცნება“,  როცა მწვავე შეფასებებს  ვერ პასუხობს, იწყებს ქუჩურ გარჩევებს

ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ „ქართული ოცნება“ როცა შინაარსობრივ დისკუსიაში მწვავე შეფასებებს ვერ პასუხობს, იწყებს პერსონალურ და ქუჩურ გარჩევებს, -ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ დღეს პარლამენტში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

გიგა ბოკერიას თქმით, დღეს „ქართული ოცნების“ დეპუტატები დისკუსიისთვის მზად არ არიან და კრიტიკის პასუხად „ქუჩურ გარჩევებზე გადადიან , რაც სხვა ასაკისთვის არის დამახასიათებელი“

„ამ ეტაპიდან ვერ გამოვიდნენ, საკუთარ თავზეც გამოვცადე, ნერვები უმტყუნებთ ხოლმე. მე საზოგადოებას მინდა ბოდიში მოვუხადო, არასდროს მსგავსი სცენები არ არის საინტერესო , მაგრამ დისკუსიას და არგუმენტებს წყობიდან გამოჰყავს ჩვენი ოპონენტები, რადგან მათ ჰგონაით, რომ უმრავლესობა რადგან არიან, მათ არ უნდა აიტანონ ეს და ეს არის დემოკრატიული პრინციპების ვერ აღქმა „ქართული ოცნების“ მხრიდან . დღეს იგივე ვიხილეთ სწორედ - ბატონი ოთარ კახიძე აკრიტიკებდა მწვავედ კორექტულად „ქართული ოცნების“ პოზიციებს და ამას ვერ იტანენ და მერე გადადიან ქუჩური გარჩევების მცდელობაზე და მერეც ზოგჯერ პასუხს მიიღებენ. უსიამოვნოა, არც მე და არც ოთარს არ გვსიამოვნებს, მაგრამ ჩვენ უნდა დავრჩეთ პოლიტიკური დისკუსიის ფარგლებში,რომელიც შეიძლება იყოს მწვავე. რაც შეეხება ქუჩას და საკუთარი თავმოყვარეობის დემონსტრირებას ეს სხვა ასაკისთვის დამახასიათებელი ამბებია. „ქართული ოცნება“ და ის ხალხი, რომელიც მათ მოიყვანე სპარლამენტში, არ არის მზად პოლიტიკური დისკუსიისთვის,“- აცხადებს გიგა ბოკერია.

იხილეთ ვიდეო

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს