გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“  კლინიკაში პაციენტსა და ექიმს შორის ინციდენტი მოხდა

გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში პაციენტსა და ექიმს შორის ინციდენტი მოხდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხვიჩა სამადაშვილმა განუცხადა, რომელმაც კლინიკას შაბათს მიმართა.

მისი თქმით, შაბათს სასოფლო სამეურნეო სამუშაოებისას ფეხი დაიზიანა დღეს კი ჭრილობის გადახვევაზე მივიდა და ექიმის კაბინეტში, სამედიცინო პროცედურის დაწყებამდე, ჭრილობის ჰიგიენური ნორმების დაცვით დამუშავება მოითხობა. სამადაშვილის ინფორმაციით, ამაზე მედიკოსები გაღიზიანდნენ.

„ღია ჭრილობაში შეხორცებულ სახვევს პირდაპირს მაგლეჯდნენ. მე მოვითხოვე, რომ დაესხათ სპეციალური ხსნარი, რომ სახვევი დარბილებულიყო და პროცედურა ყოფილიყო უმტკივნეულო. თუმცა ჩემი ამ მოთხოვნის შემდეგ გახდნენ აგრესიულები, სხვა პაციენტები რომ არა, ფიზიკურად შეხებასაც აპირებდნენ. ჰიგიენის არც ერთი ნორმა არ იყო დაცული, არ ეცვათ ფორმა და არ ეკეთათ სამედიცინო ხელთათმანი. კონფლიქტის შემდეგ კი კაბინეტიდან გამომაგდეს ღია ჭრილობით“, - "განაცხადა ხვიჩა სამადაშვილმა.

ექიმი ნუკრი ბაღაშვილი დღეს ჟურნალისტებთან არ გამოჩნდა. კლინიკის მენეჯერი პაციენტის მხრიდან პროვოკაციაზე საუბრობს. შინაგამ საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება 126 მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი