წელს მერიამ შენობის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებული განაცხადების ნახევარი არ დააკმაყოფილა

თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე წლის განმავლობაში უწყებაში ექსპლუატაციაში მიღების მოთხოვნით 281 განცხადება შევიდა, აქედან ექსპლუატაციაში მიღებაზე უარი ნახევარს, კერძოდ 135 ობიექტს ეთქვა.

რაც შეეხება წინა წლების სტატისტიკას, უწყებას ექსპლუატაციაში მიღების მოთხოვნით 2017 წელს 1757-ჯერ მიმართეს, აქედან ექსპლუატაციაში მიღებაზე უარი 814 ობიექტს ეთქვა . 2018 წელს მიღებული 1727 განცხადებიდან კი, ექსპლუატაციაში მიღებაზე უარი 741 ობიექტმა მიიღო.

„ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა, თავდაპირველად მერიის მხრიდან უარის მიღების შემდეგ მიმართეს თუ არა ობიექტებმა უწყებას ხელმეორედ. როგორც თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, განმეორებით ექსპლუატაციაში მიღების მოთხოვნასთან დაკავშირებით 2017 წელს მათთან 77 განცხადება შევიდა, აქედან ექსპლუატაციაში მიღებულია 30 ობიექტი. 2018 წელს განმეორებით მიღებული 115 განცხადებიდან, 60 დაკმაყოფილდა. განმეორებით ექსპლუატაციაში მიღების მოთხოვნით უწყებას 2019 წელს 8 ობიექტმა მიმართა, საიდანაც მხოლოდ 1 დაკმაყოფილდა.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, რამდენ ისეთ ობიექტს იყენებს მოსახლეობა საცხოვრებლად, რომელიც ექსპლუატაციაში შესული არ არის, თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში აცხადებენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სტატისტიკა სამსახურს არ უწარმოებია.

მერიის მიერ ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე მიუთითებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. როგორც თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის საქმიანობის შესაბამისობის ანგარიშშია აღნიშნული, მერიამ 2016 წელს ექსპლუატაციაში მიღებაზე უარი 159 ობიექტს უთხრა, მათ შორის იყო საცხოვრებელი ბინები, რომელთა უმეტესობაში მოსახლეობა ცხოვრობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა