აჭარაში პრეს-ტური გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის ფასდაკლების კვირეულის ფარგლებში აჭარაში პრეს-ტური გაიმართა. აღნიშნულზე ინფორმაციას ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

ბათუმში მდებარე სასტუმროების დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მარიამ ქვრივიშვილთან და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტთან ერთად მახუნცეთის ჩანჩქერი დაათვალიერეს.

მედიის მონაწილეებმა შერვაშიძეების მარანი დაათვალიერეს, სადაც 7 სახეობის ღვინის დეგუსტაცია მოეწყო. პრეს-ტურის მონაწილეები ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისშიც ჩავიდნენ, სადაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან ერთად ადგილობრივი კერძების მომზადებაში მიიღო მონაწილეობა.

„დღეს ჩვენ ვიმყოფებოდით მთიანი აჭარის ულამაზეს ადგილებში, სოფელ მერისში ვეწვიეთ საოჯახო სასტუმროს, რომელმაც 2018 წელს 3 ათასზე მეტ ტურისტს უმასპინძლა, რაც ყველაზე სასიხარულოა მათ ჩვენი მიზნობრივი ბაზრებიდან ესტუმრნენ ტურისტები, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ-დან და ახალი ზელანდიიდანაც კი. ამ საოჯახო სასტუმროში 3 სახის მომსახურებას სთავაზობენ სტუმრებს: ეს არის დაბინავება, ფოლკლორის შესწავლა და კულინარიული კურსები. ჩვენი მიზანია როგორც ამ ოჯახისთვის, ასევე გვერდზე მყოფი სხვა ადგილობრივებისთვის მაქსიმალურად გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა“,- განაცხადა ქვრივიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი